დენტალური იმპლანტაცია მსოფლიოში დღესდღებით ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია დანაკლისი კბილების აღსადგენად.
დენტალ სპა და ესთეტიკა გთავაზობთ სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას, დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვსს, 
რომელიც თავსდება ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი.
იმპლანტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
-ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც ინტეგრირდება ძვალში.
-იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს ტიტანის ხელოვნურ ფესვთან.
იმპლანტის ხელოვნური გვირგვინი.

რა ეტაპებისგან შედგება იმპლანტაცია?

დაუყოვნებელი დატვირთვით იმპლანტაცია ხორციელდება ერთ ეტაპად. ანუ, დაუყოვნებლივ ყენდება დროებითი გვირგვინები ოპერაციის დღეს. ეს მეთოდი ნაკლებად ტრავმატულია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოიყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ძვალი ძალიან თხელია. უპირატესობა ისაა, რომ ექიმს დაუყოვნებლივ შეუძლია დაიწყოს ღრძილების სწორი კონტურის ჩამოყალიბება (მუდმივი გვირგვინებისთვის), ხოლო პაციენტი კბილების გარეშე არ დადის.

დაგვიანებული იმპლანტაცია (ნაკლებად სარისკო ) არის ორ ეტაპიანი იმპლანტაცია. ჯერ უნდა განთავსდეს იმპლანტები, და როდესაც ისინი ოსტეოინტეგრირდება (ხორცდება), მათზე გვირგვინები იდება. ჩვეულებრივ, ამ პროტოკოლს ირჩევენ იმ შემთხვევაში, როდესაც ძვლის მოცულობა არასაკმარისია, ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და ხორციელდება ძვლის ზრდის დამატებითი პროცედურები.

გვირგვინის დამზადება, მორგება და ჩაცემენტება

კბილის დაკარგვა საკმაოდ დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ვიზუალის, არამედ ჯანმრთელობისა და თავდაჯერებული ღიმილის გამო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროფესიონალი ექიმების დახმარებით, დენტალ სპა და ესთეტიკა , გიბრუნებთ ლამაზ ღიმილს!

Related Articles

ლანა აბესაძე

ლანა აბესაძე ექიმი: ორთოპედ-ქირურგი ლანა აბესაძე ლანა ჩვენს გუნდს 3 წლის წინ შემოუერთდალანას აქვს 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც ორთოპედიაში ასევე ქირურგიაშიდამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის

Continue Reading

ნინო ლაზაგიძე

ნინო ლაზაგიძე ექიმი: რენტგენო – ლაბორანტი და სტერილიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ლაზაგიძე ნინო ჩენს გუნდს 2 წლის წინ  შემოუერთდანინოს აქვს 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება. აქტიურად არის

Continue Reading